მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გირჩის მომპოვებელი კომპანიების კონტროლი არ ხორციელდება" - ამბროლაურის მერი

5fc3360ab2184
ანა ჯოხაძე
29.11.20 21:45
1407
რაჭული გირჩის მოპოვების ლიცენზიის მქონე კომპანიების კონტროლი არ ხორციელდება. ამ პრობლემაზე საუბრობენ როგორც ამბროლაურის რაიონში სოჭის გირჩის შემგროვებელი კომპანიები, ისე აღნიშნულ პრობლემას აღიარებს ადგილობრივი თვითმმართველობაც, რომელიც 8 ლიცენზიანტი კომპანიისგან 1 კილოგრამ გირჩზე მოსაკრებლის სახით 60 თეთრს იღებს.

ყოველწლიურად რაჭული გირჩის ექსპორტიდან ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში, დაახლოებით, 150 000 ლარი გენერირდება, თუმცა პრობლემები მაინც არის. არ არსებობს მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც გაკონტროლდება ვინ რამდენი კილოგრამი გირჩი მოკრიფა, რამდენისთვის გადაიხადა და რამდენი გაიტანა ქვეყნის გარეთ. ამიტომ მოსაკრებლის გადახდა ლიცენზიანტის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა შემოსავალი არ დაკარგოს, ფაქტია, ლიცენზიების პირობები და მოსაკრებლის მოცულობა შესაცვლელია.

“ჩვენ ლიცენზიანტების კონტროლს ვერ ვახორციელებთ. ჩვენი წინადადებაა, რომ მათ ყოველწლიურად აიღონ იმდენი ლიცენზია, რაც სჭირდებათ და სრულად გადაიხადონ თანხა. შესაბამისად, აღარ დაიმალებოდა მოკრეფილი და ექსპორტზე გადატანილი გირჩის რაოდენობებს შორის სხვაობა. დაპირება არის ის, რომ გაიზრდება მოსაკრებლის ღირებულებაც, რასაც ლიცენციანტები გვიხდიან. კილოგრამზე ნაცვლად 60 თეთრისა, გახდება 1 ლარი. ეს კი მუნიციპალიტეტის მისცემს საშუალებას მიიღოს 300 000 ლარი, რაც რაჭული თესლის მომპოვებელი ლიცენზიანტებისგან გადახდილი მოსაკრებლის თანხას მუნიციპალიტეტისთვის გააორმაგებს“, - ამბობს ამბროლაური მერი ზვიად მხეიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები