მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გუდვილმა" ფრანჩიზას გაყიდვა დაიწყო

BM.GE
11.10.22 13:13
292
საკვები პროდუქტების ფასებს არ ვცდებით და მორიგ სიახლეზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც ჰიპერმარკეტ გუდვილს ეხება. ყაზახეთში, ალმატიში ფრენჩაიზით „გუდვილი გურმე“ გაიხსნება. „გუდვილი გურმეს“ გახსნა მიმდინარე წლის ბოლოს საახალწლოდ არის დაგეგმილი და ამ დროისთვის ადგილზე სარემონტო სამუშაოების დასრულების ეტაპია. გასული წელი გუდვილმა 25%-იანი ზრდით დახურა, „გუდვილის“ გენერალური დირექტორის გიორგი ხაბაშვილის თქმით, ერთ-ერთი მსხვილი ქსელური მარკეტი ონლაინ გაყიდვების აპლიკაციების მეშვეობით დიდი რაოდენობით პროდუქციას ყიდის, რაც საჭირო დროს დაეხმარათ, მისი განვითარება კი სამომავლოდაც იგეგმება. კომპანიას ქართულ ბაზარზე ოპერირების 20-წლიანი გამოცდილება აქვს და გადაწყვეტილებაც ამბიციურია, მათ უკვე აქვთ შესაძლებლობა ობიექტების ფრენჩაიზით ქვეყნის გარეთაც გახსნან. 

სტუმარი: გიორგი ხაბაშვილი - "Goodwill"-ის გენერალური დირექტორი.