მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გურული დღიურების ფონდი ახალ სტიპენდიას აფუძნებს" - პირველი სტიპენდიატი უკვე ცნობილია

6410cc4b71c1f
BM.GE
14.03.23 23:32
1312
მარო მაყაშვილის სტიპენდიას „წყლის ჭავლთან მოცეკვავე" სალომე კენჭიაშვილი მიიღებს - ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"გურული დღიურების ფონდი აფუძნებს ახალ სტიპენდიას, რომელიც მარო მაყაშვილის სახელობის იქნება. პირველ სტიპენდიას მიიღებს სალომე კენჭიაშვილი, გოგო, რომელიც აქციის დაშლისას წყლის ჭავლზე ცეკვავდა - ტაიკვანდოს ოსტატი და კარგი მოსწავლე.

ეს იქნება ჩემი მოკრძალებული თანაგანცდის ნაბიჯი მისი თაობის მიმართ და იგულისხმებს ერთი წლის მანძილზე გარკვეულ წახალისებას სწავლის მიმართულებით", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები