მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვაბრალებენ, რომ რაღაცას ისე არ ვაკეთებთ, რაც საჭიროა - თქვენ უკეთესად რას გააკეთებდით?"

63e3bcf8b14cf
BM.GE
08.02.23 19:19
764
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მაია ბითაძის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიში საინტერესო იყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

„მიღებულია 300-მდე კანონპროექტი - ეს არ არის უბრალო ციფრები. სწორედ ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ეს პოლიტიკა ეფუძნება ჩვენს მისწრაფებას, რომ გავერთიანდეთ ევროპულ სტრუქტურებში“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პრიორიტეტი და წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს შეიტანდა.

„დღეს ჩვენ გვაბრალებენ, რომ რაღაცას ისე არ ვაკეთებთ, რაც საჭიროა. სულ მიჩნდება კითხვა - თქვენ უკეთესად რას გააკეთებდით? ან რატომ არ იღებთ მონაწილეობას იმ კანონპროექტების შემუშავებაში, რომელიც ზუსტად პოლიტიკას განსაზღვრავს სხვადასხვა თემატური მიმართულებით და ეს პოლიტიკა ეფუძნება ერთ მიზანს - გავერთიანდეთ იქ სადაც ჩვენი ადგილია“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მანვე ოპოზიციას მიმართა და განაცხადა, რომ როდესაც საჭირო იყო ოპოზიცია საქართველოს გვერდით არ დადგა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ერთად არ ვიმუშავეთ ბევრ ისეთ საკითხზე, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ მეზობლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს დავანახოთ, რომ ერთად ვდგავართ და გვსურს, საქართველო გავაერთიანოთ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში“, - განაცხადა მაია ბითაძემ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები