მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვაქვს დასაქმების გარანტია და ვეხმარებით სტუდენტებს, რომ რეალური დამსაქმებელი მოიძიოს"

643e5cf35963c
BM.GE
18.04.23 23:50
948
გვაქვს დასაქმების გარანტია და ვეხმარებით რეალურად სტუდენტებს, რომ რეალური დამსაქმებელი მოიძიოს, - ამის შესახებ "დიჯითალ ინსტიტუტის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ქიმაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, სწავლების მაღალი დონე შესაძლებლობას იძლევა, სტუდენტი 0-დან 6 თვემდე პერიოდში სრულყოფილ junior-developer-ად ჩამოყალიბდეს.

„Digital Institute არის ერთადერთი IT აკადემია, რომელმაც სრულყოფილი სერვისები და სასწავლო პროგრამა შესთავაზა მოქალაქეებს. ჩვენ არამხოლოდ ვასწავლით, არამედ კარიერულ განვითარებაშიც ვეხმარებით, გვაქვს დასაქმების გარანტია და ვეხმარებით რეალურად სტუდენტებს, რომ რეალური დამსაქმებელი მოიძიოს. ჩვენი სასწავლო სილაბუსების უკან დგანან საერთაშორისო, გლობალურ ტექ-გიგანტებში მდგარი ადამიანები. ჩვენი შექმნის მიზანი თავიდანვე იყო, რომ მნიშვნელობა არ აქვს ფინანსური კორპორაცია ხარ თუ პოლიტიკური ორგანიზაცია, რეალურად, იმაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებ, რომ ქართველებს ასწავლო მომავლის პროფესია.

გვაქვს ჰიბრიდული დასწრების მოდელი, ფიზიკურადაც და დისტანციურადაც. ასევე თითოეულ კურსზე გვყავს teaching ასისტენტი, რომელიც ნებისმიერ სტუდენტს ნებისმიერი დავალების მომზადებაში და ნებისმიერ საკითხში ეხმარება 24/7-ზე“, - განაცხადა ნინო ქიმაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები