მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვეგონა, Covid 19-ის გამო მანქანის ყიდვა არავის მოუნდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა პირიქით"

5f945c376faa9
სალომე მეცხვარიშვილი
24.10.20 20:51
1623
გვეგონა, Covid 19-ის გამო მანქანის ყიდვა არავის მოუნდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა პირიქით,- ამის შესახებ აშშ-ში დაარსებული კომპანია Shift Technologies ქართველი დამფუძნებელი ჯორჯ არისონი საუბრობს. Shift მომხმარებლებს მეორადი მანქანების გაყიდვის ონლაინ პლატფორმას სთავაზობს. რა გავლენა იქონია კორონავირუსმა კომპანიაზე, ამის შესახებ არისონმა Forbes Talks-ში ისაუბრა.

“კოვიდის ვითარებაში 2 რამ მოხდა - კერძო კომპანიებისთვის ფინანსური ბაზარი უფრო დაიკეტა. ბევრად უფრო რთულია დღეს მოიპოვო ინვესტიცია, ვიდრე 6-9 თვის წინ, რადგან ინვესტორებს ეშინიათ.

მეორე - ჩვენი ბიზნესისთვის ეს სიტუაცია აღმოჩნდა კარგი - ყველას გვეგონა, რომ მანქანების ფასი დაეცემოდა და არავის მოუნდობდა მანქანის ყიდვა, მაგრამ აღმოჩნდა პირიქით, ხალხმა მოინდომა მანქანის ყიდვა და ფასმა მოიმატა.

ჯერ ერთი, ხალხს არ უნდა ინფექციის პირობებში საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩაჯდომა, რადგან ეშინიათ ვირუსის. მეორეა, რომ ხალხი ვერ მიდის დასასვენებლად, მაგრამ მაინც უნდათ რამე გააკეთონ და ყველაზე ადვილია, ადგნენ და მანქანით სადმე წავიდნენ. მესამე, ამერიკის მთავრობამ დიდი ფული დახარჯა ხალხის დამხარებისთვის, ყველას ვისაც 150 ათას დოლარამდე ჰქონდა შემოსავალი, მისცეს 1000-დოლარიანი დახმარებები, შესაბამისად, 4-სულიანი ოჯახისთვის მხოლოდ ეს დახმარება იყო 4 ათასი დოლარი. ბევრისთვის ეს იყო დამატებითი შემოსავალი და მათაც დაიწყეს ფიქრი - რაზე დაეხარჯათ ფული? დასასვენებლად ვერ წავიდნენ და ამიტომ იყიდეს მანქანა და ავეჯი. თან ჩვენს შემთხვევაში ხელი შეუწყო იმანაც, რომ ხალხს არ უნდოდა დილერთან მისვლა, ჩვენს მანქანას ყიდულობდნენ ვებგვერდზე და შემდეგ ვუგზავნიდით სახლში. შესაბამისად, ამ პერიოდში ჩვენს ბიზნესზე მოთხოვნა გაიზარდა”,- განაცხადა ჯორჯ არისონმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები