მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ღვინის დღეების" ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება გადაიდო - მთავრობა

63482298763c5
ინგა მურუსიძე
13.10.22 18:28
615
ფესტივალის "ღვინის დღეები საქართველოში" ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება გადაიდო, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

"თბილისში მომხდარი ტრაგედიიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ფესტივალის "ღვინის დღეები საქართველოში" ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება გადაიდო.

ვიზიარებთ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში. 

შეგახსენებთ: ვაკის პარკში, ახლადრეაბილიტირებულ შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ერთი ბავშვი ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში რჩება, ერთი კი „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაშია.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები