მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჰოლდინგური ბიზნესები უნდა გაიმიჯნოს" - ჯანდაცვის ექსპერტი ჰოლდინგურ შეთქმულებებზე

63fe100431f82
ანუკა ჯოხაძე
28.02.23 22:37
941
ჰოლდინგური შეთქმულებების წინააღმდეგ კონკრეტული გადაწყვეტილებები იგეგმება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა გუშინ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ზურაბ აზარაშვილი ამბობს, უწყება ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე რეფორმების პროცესში ჰოლდინგური შეთქმულებების წინააღმდეგ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. მისი თქმით, რეფერენტული ფასების ეტაპობრივი ამოქმედების შემდეგ კომპანიებმა მედიკამენტების ნაწილი, განსაკუთრებით თურქეთიდან იმპორტირებული მნიშვნელოვნად გააძვირეს.

რეფერენტული ფასების შემოღებას, რომ მსგავსი ტიპის ხარვეზები ექნებოდა ეს მოსალოდნელი იყო- ასე აფასებს ჯანდაცვის ექსპერტი თენგიზ ვერულავა ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას და ამბობს, რომ ბაზარზე არსებულ პრობლემებს მხოლოდ რეფერენტული ფასები ვერ გადაჭრის. მისი თქმით, პრობლემის სათავე ერთი ჰოლდინგის ქვეშ მედიკამენტების იმპორტიორებისა და საცალო რეალიზაციის ბიზნესის გაერთიანებაა, რაც ინტერესთა კონფლიქტს იწვევს.

“150 ლარიანი მედიკამენტი 250 ლარიანი გახდა. ეს არის დაკავშირებული სისტემურ არასრულყოფილებასთან. კერძოდ, ჩვეულებრივ, ნორმალურ ქვეყნებში ის ვინც არის ფარმაცევტული ინდუსტრიის წარმომადგენელი და აკეთებს იმპორტირებას მედიკამენტის ქვეყანაში, მათ არ აქვთ უფლება რომ ჰქონდეთ აფთიაქი.

ფაქტობრივად, სახელმწიფომ მთელი 30 წლის განმავლობაში ფარმაცევტულ ბაზარზე ხელი შეუწყო მონოპოლიის განვითარებას, რომლის გადაწყვეტა დღეს უკვე ძალიან რთულია. თუმცა ეს არის აუცილებლად მოსაწესრიგებელი, რომ კიდევ უფრო არ გართულდეს მდგომარეობა. ამიტომაც რეფერენტულ ფასწარმოქმნასთან ერთად, რომელიც არის მხოლოდ ერთი ჯაჭვი, უნდა გატარდეს სხვა ღონისძიებები, რომელიც დაარეგულირებს ფარმაციის ინდუსტრიას,”- ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი თენგიზ ვერულავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები