მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იბერკომპანი ჰოლდინგი" მზის ელექტროსადგურის ამოქმედებას გეგმავს

60cf12f87c848
ინგა მურუსიძე
20.06.21 14:03
1602
"იბერკომპანი ჰოლდინგი" მზის ელექტროსადგურის ამოქმედებას გეგმავს. როგორც ჰოლდინგში შემავალი კომპანია "მარნეული ალმონდისის" დირექტორი, თინათინ ენუქიძე ამბობს, პროექტი ახლა იწყება და მზის პანელების ელექტროსადგური სავარაუდოდ შემოდგომაზე გაეშვება.

"ეს პროექტი ახლა ისტარტება და შემოდგომაზე გვექნება 130 კვტ სიმძლავრის მზის პანელების სადგური, რომლის მოპოვებულ ენერგიასაც გამოვიყენებთ სოფლის მეურმნეობის პროდუქციის წარმოებაში, თუმცა ეს არის საპილოტე პროექტი და ვაპირებთ მის გაფართოებას", - განაცხადა ენუქიძემ.

მისივე თქმით, იგეგმება ასევე პროექტის დამოუკიდებლად განხორციელებაც. ამაზე კი Forbes Talk-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჰოლდინგის გენერალურმა დირექტორმა ლევან დიასამიძემ ისაუბრა.

"ჩვენ ვართ დაინტერესებული განახლებადი ენერგიებით, ვმონაწილეობთ ჰესების პროექტებში. შესაბამისად, მზის ენერგიის მიმართულებაც ძალიან საინტერესოა და საწყის ეტაპზე ეს პროექტიც სოფლის მეურნეობას მივაბით. ეს არის საპილოტე პროექტი, თუმცა გვინდა, უფრო დიდ მოცულობაზე გავიდეთ, საუბარია 1-1.5 მეგავატის სიმძლავრის მზის ელექტროსადგურზე. თუმცაღა საკანონმდებლო ბაზა ჯერჯერობით დასახვეწია და იმედია, ამ მხრივ ნაბიჯები გადაიდგმება", - განმარტავს ლევან დიასამიძე.

მისი თქმით, მზის ელექტროსადგურების გარდა მნიშვნელოვანია, განვითარდეს ახალი ჰიდროელექტროსადგურების პროექტებიც, რომელთაც მზის სადგურებისგან განსხვავებით არ ახასიათებთ დღეღამური ციკლურობა და მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გაცილებით უფრო სტაბილურია. 




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები