მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"II კურსიდან საკუთარ ბიზნესზე დავიწყე ფიქრი" - კახეთში ახალი ტურისტული ობიექტი “ვილაჯიო” გაიხსნა

627a533f04490
მარიამ იზორია
15.05.22 00:51
4988
21 წლის სტუდენტმა, კახეთში, თბილისიდან 1.5სთ-ის სავალზე სოფელ მირზაანში, ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმთან ტურისტული ობიექტი “ვილაჯიო” მოაწყო, რომელიც 10 კოტეჯს, რესტორანსა და ვერანდას აერთიანებს. “ვილაჯიომ", რომელიც 13 ადამიანს ასაქმებს, პირველი დამსვენებელი 14 მაისს მიიღო და ობიექტს ჯამში 30 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია. აღსანიშნავია, რომ ახალი ტურისტული ობიექტის მფლობელს ბოსტნეულისა და ხორცის ადგილობრივი წარმოებაც აქვს და დამსვენებლებს სწორედ ადგილზე წარმოებული ნატურალური პროდუქტით დამზადებულ კერძებს შესთავაზებს.

როგორც “ვილაჯიოს” დამფუძნებელმა რატი ტოკლიკიშვილმა bm.ge-სთან აღნიშნა, ტურისტული ობიექტისთვის დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც დამფუძნებლის პირად ფინანსებთან ერთად ნაწილი ევროკავშირის დაფინანსება და ორგანიზაცია “აწარმოე საქართველოში” მიერ დაფინანსებული სესხია.

“ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე ვსწავლობ და მეორე კურსიდან უკვე საკუთარი ბიზნესის დაფუძნებაზე დავიწყე ფიქრი. ტურისტული კომპლექსის დამფუძნებელი მე ვარ, იდეა ჩემი იყო და პროექტიც თავად დავწერე. პანდემიის შემდგომ ფასების სწრაფი ზრდის გამო, ბიუჯეტი იმდენად შეიზღუდა, რომ პროექტის ნახევარი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გავაკეთეთ, ვისწავლეთ კოტეჯების აწყობაც.

“ვილაჯიო” ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმის მიმდებარედ პირველი ტურისრტული ობიექტია. კოტეჯები ბუნებასთან არის შერწყმული. აღნიშნული სასტუმროდან იშლება ალაზნის ველისა და კავკასიონის ულამაზესი ხედები. მარკეტინგული გეგმა შედგენილი გვაქვს, უკვე წინასწარი ჯავშნებიც შემოგვდის. გარდა ინდივიდუალური ჯავშნებისა, ადგილზე სხვადასხვა სახის ივენთებიც მოეწყობა. რაც შეეხება განთავსების ღირებულებას, ფასი კოტეჯების ტიპზეა დამოკიდებული და ის 150-250 ლარამდე მერყეობს”, - ამბობს რატი ტოკლიკიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები