მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ილონ მასკი მარსზე ვერ გაფრინდება" - როგორ ბიზნეს იდეებში იდება ფული?

64c6b721b3138
ალა ისპირიანი
30.07.23 23:55
1069
იდეები, რომელიც ადრე თუ გვიან ბიზნესად გარდაიქმნება, არაერთი ადამიანი ახორციელებს. Student Hunt-ის დამფუძნებელი სანდრო კანდელაკი „საქმიან დილაში“ ამბობს, რომ სტარტაპ-იდეების უმეტესობა ვერ ამართლებს, თუმცა ენთუზიაზმი მაინც არსებობს.

მსოფლიოში არსებულ ტენდენციებზე საუბრისას სანდრო კანდელაკმა თქვა, რომ „ბიზნესი არასტანდარტულ აზროვნებაში იდება“. აღნიშნულის მაგალითად მან ილონ მასკი მოიყვანა, რომელსაც მარსის ათვისებით არის დაინტერესებული.

„ძალიან კარგი მაგალითია ილონ მასკი. ყველა ტიპი, რომელიც მასში ფულს დებს იციან, რომ მასკის კოლონიზაციას ვერავინ მოესწრება, რასაც მასკი მათ სთავაზობს და ვერც ილონ მასკი გაფრინდება მარსზე, მაგრამ ფული იდება, რადგან ეს საინტერესოა და არ არის სტანდარტული ტიპის სხვა არსებული ბიზნესი. ასე იმიტომ ხდება, რომ თემაა საინტერესო.

ისინი ოქროს მაძიებლები არ არიან, ისინი ისეთი მინერალის მაძიებლები არიან, რომელზეც არავის არა აქვს წარმოდგენა - ეს ტიპები არ თევზაობენ, ესენი ისეთ რესურსს ეძებენ, რომელიც აქამდე არავის უპოვია. ეს რომ იყოს სტანდარტული ოქრო ან ბრილიანტი, იციან მისი ამონაგები რა შეიძლება იყოს, რადგან მაგაზე სამყაროს ინფორმაცია უკვე აქვს. ყველა ახალ ელემენტს ეძებს.

კითხვაზე, ბიზნესი არასტანდარტულ აზროვნებაში, მოდურობაში იდება? - მან უპასუხა, რომ კი.“მაგალითად, ამერიკაში დღეს ყველაზე მეტად მოდურია კოსმოსური მიმართულებები“, - თქვა Student Hunt-ის დამფუძნებელმა. 

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მსოფლიოს ორი უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი და ჯეფ ბეზოსი კოსმოსის და მარსის ათვისებით არიან დაინტერესებული. მაგალითისთვის, ილონ მასკი Starship-ის რაკეტებს აშენებს, რათა თითო რაკეტამ წითელ პლანეტაზე ასამდე ადამიანი გადაიყვანოს. მისი გამოთვლებით, ასეთი რაკეტებით, ათ წელიწადში ადამიანების მარსზე წაყვანა იქნება შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები