მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმერეთის ქარის ელექტროსადგური" ეკონომიკური კვლევის ეტაპზე გადავიდა

63bc18f233b50
მარიამ ვარადაშვილი
09.01.23 17:44
636
დღეს მთავრობამ ქარის ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დაწყების საკითხი დაამტკიცა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შპს "აჭარ ენერჯი-2007“-ს შორის „იმერეთის ქარის ელექტროსადგურის" შესახებ დასადები ხელშეკრულების პროექტი მთავრობამ მოიწონა.

“მთავრობამ მოიწონა იმერეთის რეგიონში დაგეგმილი, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტად იდენტიფიცირებული „იმერეთის ქარის“ ელექტროსადგურის საჯარო და კერძო კანონმდებლობით გათვალისწინებული სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მთავრობისთვის წარმოდგენის შესახებ დასადები ხელშეკრულება. აღნიშნული მოსამზადებელი სამუშაოების განსახორციელებლად გათვალისწინებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 24 თვე”,- ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობის ინფორმაციით, ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე: 50 მგვტ; გამომუშავება - 180,89 მლნ.კვტ.სთ, ხოლო ინვესტიცია: 66 მლნ. აშშ დოლარი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები