მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა ეკონომიკური განვითარების პროცესს აჩქარებს"

6346e0e29475f
BM.GE
12.10.22 20:30
499
ინტელექტუალურ საკუთრების უფლებების დაცვა და მათი განხორციელებისათვის ხელშეწყობა აჩქარებს ეკონომიკური განვითარების პროცესს - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე - „ინტელექტუალური საკუთრების უწყებების როლი ეროვნულ ინოვაციურ ეკოსისტემაში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა განაცხადა, რომ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭიროა ეკოსისტემის ფორმირება, რაშიც მნიშვნელოვანი ადგილი ინტელექტუალურ საკუთრებას უკავია.

მისი თქმით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მეშვეობით არა ერთი პროექტი ხორციელდება ცოდნისა და ინოვაციის კომერციალიზაციის ხელშეწყობის, ეკონომიკის ყველა დარგში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირების, ასევე ინოვაციების და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტის ზრდისთვის საჭირო გარემოს შექმნისათვის. მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობით სხვადასხვა სტარტაპ და ინოვაციური პროექტები, სამეცნიერო-კვლევითი პროექტები ფინანსდება, რის შეფასებასაც საქპატენტი ახორციელებს.

ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე, რომლის მისიაა ინოვაციებისა და უახლესი ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა.

„ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა. ინტელექტუალურ საკუთრების უფლებების დაცვა და მათი განხორციელებისათვის ხელშეწყობა აჩქარებს ეკონომიკური განვითარების პროცესს, ქმნის მრეწველობის ახალ დარგებსა და სამუშაო ადგილებს, აუმჯობესებს ცხოვრების პირობების ხარისხსა და დონეს. ინტელექტუალურ-შემოქმედებითი შრომის პროდუქტზე უფლებების დაცვის სამართლებრივი სისტემის შექმნა ხელს უწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, დამატებითი რესურსების გამოვლენას და სტიმულს აძლევს შემდგომ ინოვაციებს.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭიროა ეკოსისტემის ფორმირება, რაშიც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ინტელექტუალურ საკუთრებას. მისი თქმით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მეშვეობით ხორციელდება არა ერთი პროექტი ცოდნისა და ინოვაციის კომერციალიზაციის ხელშეწყობის, ეკონომიკის ყველა დარგში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირების, ასევე ინოვაციების და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტის ზრდისთვის საჭირო გარემოს შექმნისათვის. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობით ასევე, ფინანსდება სხვადასხვა სტარტაპ და ინოვაციური პროექტები, სამეცნიერო-კვლევითი პროექტები, რის შეფასებას საქპატენტი ახორციელებს. ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე, რომლის მისიაა ინოვაციებისა და უახლესი ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა", - განაცხადა მინისტრმა.

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ამ მხრივ, საქართველო პირველია გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის, სადაც ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის გადაწყვეტილებით, პროფესიული განვითარების კურსი ტარდება. ის განკუთვნილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უწყებების წარმომადგენლებისა და შესაბამისი საჯარო უწყებების ექსპერტებისათვის და მიზნად ისახავს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას. ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

ცნობისთვის: კონფერენცია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ დაარსებიდან 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები