მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ივენთ" კომპანიები გარე ღონისძიებების დაშვებას ითხოვენ - დავით გაფრინდაშვილი საქმის კურსში

BM.GE
17.06.20 14:51
816
ბავშვთა გასართობი ცენტრების და "ივენთ" კომპანიების წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით მსვლელობა რამდენიმე დღის წინ გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გარე ღონისძიებების დაშვებაა, რომელიც ამ ვითარებაში მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო იქნება. ასევე, ისინი არასაბანკო ვალდებულებების გადადებას და საიჯარო ვალდებულებების შეჩერაბას ითხოვენ. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები მათი პრობლემების გასაცნობად მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდნენ და მათ სხვადასხვა საფინანსო დაწესებულებებთან შუამავლობას სთხოვენ.

სტუმარი: დავით გაფრინდაშვილი - ბავშვთა გასართობი ცენტრი, წარმომადგენელი