მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ივნისში ლოს ანჯელესში ჩასვლას ვგეგმავთ" - როგორ მიმდინარეობს "გადაიღე საქართველოში"

625e6cfc6e244
მარიამ ვარადაშვილი
19.04.22 12:02
843
სსიპ “აწარმოე საქართველოშის” დირექტორი მიხეილ ხიდურელი ამბობს, რომ მათი ერთ-ერთი პროექტი “გადაიღე საქართველოში” წელსაც გრძელდება და ამ ეტაპზე სამი პროექტი ხორციელდება.

“პროგრამა მუშაობს, სამი პროექტია რეგისტრირებული და გადაღებები მიმდინარეობს. წელს პროგრამის ბიუჯეტი, დაახლოებით, 5 მლნ ლარია. პროექტების რაოდენობის გათვალისწინებით, ეს 5 მლნ ლარი სრულად იქნება ათვისებული. ეს რაც შეეხება იმ ფილმებს, რომლებიც 5-მილიონიან ლიმიტში ხვდება, რადგან იცით, რომ 5 მლნ ლარზე მეტი ბიუჯეტის მქონე ფილმებზე გადაწყვეტილებას მთავრობა იღებს. ასეთ პროექტებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

სავარაუდოდ, ივნისში ჩავალთ ლოს ანჯელესში და შევხვდებით სტუდიებს, რათა განვაახლოთ ის შედეგები, რაც “ფორსაჟის” გადაღების შემდეგ გვქონდა და ახალ ფილმებზე ვისაუბროთ”, - აცხადებს ხიდურელი.

მისივე თქმით, პანდემიის შემდეგ კომპანიები ახალი ფილმის გადაღებას სიფრთხილით უდგებიან და დასძენს, რომ “დრო არ უნდა დავკარგოთ და კიდევ ერთხელ უნდა ავანთოთ საქართველო მათ რუკაზე”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები