მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯამში 200 მლნ ლარის ინვესტირებას ვგეგმავთ" - ნორვეგიული ორაგულის მეურნეობა

6283b8fabd960
მარიამ იზორია
21.05.22 18:00
6315
საქართველოში ნორვეგიული ორაგულის პირველი ფერმის „Guria fish farming“-ის პროექტში ჯამში 200 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდება.

კომპანიის დირექტორი ვანო დობორჯგენიძე bm.ge-სთან აცხადებს, რომ პროექტი 5 ეტაპად ხორციელდება, ამ დროისთვის კი პირველი ეტაპის დაახლოებით 40% დასრულებულია და კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიცია უკვე 8.5 მლნ ლარს შეადგენს.

„პროექტში ჯამში 200 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებას ვგეგმავთ, თუმცა პროცესში შეიძლება რაღაცები შეიცვალოს. რაც შეეხება მოსავლის მოცულობებს, მიმდიანრე წლის ბოლოს, როცა ფერმის მოწყობის პირველი ეტაპი დასრულდება 700 ტონა მოსავალი გვექნება. საბოლოოდ კი, ვფიქრობთ, პროექტის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 4-5 წელიწადში, 5 000 ტონას გადავაჭარბებთ. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის პირველი პარტია ორაგული ფერმაში სატესტოდ ჩავსვით“, - ამბობს „Guria fish farming“-ის დირექტორი

ცნობისთვის: „Guria Fish Farming”-ის ორაგულის მეურნებობა შეკვეთილში მდებარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები