მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჯანდაცვის ასოციაციის“ წევრი კლინიკები უკრაინის მოქალაქეებს სამედიცინო სერვისებს უფასოდ სთავაზობენ

624331e9471b4
თამთა ჯიჯავაძე
29.03.22 21:00
818
"ჯანდაცვის ასოციაციის“ წევრი სამედიცინო დაწესებულებები, უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამო, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულ უკრაინის მოქალაქეებს მხარდაჭერას უცხადებენ და სამედიცინო სერვისებს უფასოდ სთავაზობენ. შესაბამის ინფორმაციას თავად "ჯანდაცვის ასოციაცია" ავრცელებს.

"ამ მძიმე დღეებში მნიშვნელოვანია მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ერს“, - წერს ასოციაცია და იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც მხარდაჭერის კამპანიაში იქნებიან ჩართული.

ჩამონათვალშია "ევექსი ჰოსპიტლების“ და "ევექსი კლინიკების“ სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი, ასევე "ჯეო ჰოსპიტალსის“, "ვივა მედიქალის“ და "ავერსის“ კლინიკები.

ცნობისთვის, "ჯანდაცვის ასოციაცია“ წევრობაზე დაფუძნებული სამედიცინო დაწესებულებების გაერთიანებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები