"კადრების ძალიან დიდი გადინება ხდება ჩვენი სფეროდან", – ამის შესახებ "ტრაფიკ თრეველის" მმართველმა პარტნიორმა, ცოტნე ჯაფარიძემ გადაცემა "საქმის კურსში" საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სექტორში ისედაც ყოველთვის პრობლემატური იყო პროფესიონალი კადრები, ახლა კი ეს პრობლემა კიდევ უფრო ღრმავდება.
"იმ ერთეულმა ადამიანებმაც, რომლებიც უმაღლეს დონეზე მუშაობდნენ და უმაღლესი დონის სერვისს გვთავაზობდნენ, დაიწყეს სხვა სამსახურების ძებნა გადარჩენის მიზნით. კადრების გადინება იქნება კატასტროფა ჩვენი სექტორისთვის", – განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.
მან ასევე ისაუბრა ფრენების დაანონსებულ აღდგენაზე და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება უკვე დაგვიანებულია.
"ტრაფიკ თრეველის" მმართველი პარტნიორის თქმით, მაშინ როდესაც საქართველოს ჯერ კიდევ ჰქონდა ე.წ მწვანე ქვეყნის სტატუსი, ფრენები რომ აღდგენილიყო, მათ ექნებოდათ იმხელა შემოსავალი მაინც, რომ სექტორი გადარჩენილიყო.