მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კადრებს ვერ ვპოულობთ, მუშა ხელიც გაგვიძვირდა..." - "მონოლით ჯგუფი"

63bd4a145ffae
გიგა ბენია
10.01.23 15:30
2167
“მუშა ხელი გაგვიძვირდა, რაც მშენებლობასაც აძვირებს”,- ამის შესახებ bm.ge-ს “მონოლით ჯგუფში” განუცხადეს.

კომპანიის დირექტორი თორნიკე მაისურაძე აღნიშნავს, რომ კადრების დეფიციტი მათთვისაც დიდი გამოწვევაა, რომლის ფონზე, კომპანიას ხელფასების ზრდა მოუწია.

“მუშა ხელის დეფიციტი დიდი გამოწვევაა ჩვენთვის. ვერ ვპოულობთ ხალხს. კადრების შესანარჩუნებლად კი ანაზღაურება გავზარდეთ, რაც მშენებლობის თვითღირებულებაზე აისახება. საბოლოოდ კი ბინების გაძვირებაზე”,- აცხადებს თორნიკე მაისურაძე.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი ოქტომბერთან შედარებით, 0.8%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები