6 მაისს სტამბაში "კანის ლომების დაჯილდოების" ცერემონია გაიმართა. კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში უკვე მერვე წელია ტარდება, წელს კი რეკორდული რაოდენობის, 201 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც ოთხ კატეგორიაში - დიჯიტალი, ფილმი, პრინტი და მარკეტერი, ასევე ერთ რჩეულ კონკურსანტს გადაეცა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის მედალი. "თეგეტა ჰოლდინგი" კი, რომელიც უკვე მეორე წელია კონკურსის მხარდამჭერია, წელს "დიჯიტალის" კატეგორიის სპონსორი იყო, სადაც ოქროს მედალი "საქართველოს ბანკმა", ვერცხლის "ვინდფორსმა", ხოლო ბრინჯაო "მავერიკმა" მიიღო. სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული გუნდები კი უკვე კანის საერთაშორისო კინო ფესტივალზე გაემგზავრებიან და ასპარეზობას იქ განაგრძობენ.