მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, რეგლამენტი არ დამირღვევია" - მინისტრი დეპუტატს პასუხობს

5ed8addc9fd53
ინგა მურუსიძე
04.06.20 12:24
1027
კანონმორჩილი და პასუხისმგებლიანი მოქალაქე ვარ, ზუსტად ვიცი რეგლამენტი არ დამირღვევია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„პარლამენტში აუცილებლად მივალ, მაგრამ ეს იქნება საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები და არა პოლიტიკური შოუ. მე არა როგორც მხოლოდ მინისტრი, არამედ როგორც მოქალაქე, ვარ საკმაოდ პასუხისმგებლიანი, კანონმორჩილი. გავიარე არაერთი კონსულტაცია იურისტებთან და ზუსტად ვიცი, რომ რეგლამენტი არ ადმირღვევია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის: პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე იბარებს. ტიკარაძემ კომიტეტის სხდომაზე მისვლაზე უარი განაცხადა და პარლამენტს შესაბამისი წერილით მიმართა.

ლევან კობერიძემ გუშინ ტიკარაძე არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მინისტრი რეგლამენტს არღვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები