მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კავკასიონის მარშრუტის" განვითარებისთვის მგფ ტენდერს აცხადებს

61c7184861266
დავით ჯალაღონია
25.12.21 19:05
989
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა (მგფ) "კავკასიონის მარშრუტის" განვითარებაზე ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს გააცნო.

"გამოვაცხადეთ ტენდერი კავკასიონის მარშრუტზე, რომელსაც 2022 წელს ვიწყებთ. ეს არის ჯუთა–როშა–არხოტში ტურისტული ქოხებისა და საფეხმავლო ბილიკების მომზადება. ეს ჯამში 60–კილომეტრიანი მარშრუტია, რომელიც ყველა ტურისტისთვის, ვისაც მაღალმთიან რეგიონში გასეირნება და ბუნებაში ყოფნა უყვარს, იქნება ხელმისაწვდომი და მისაღები სრული საჭირო ინფრასტრუქტურით, რომელიც ყველა განვითარებულ ქვეყანაში გვხვდება. აღნიშნული ტენდერი უკვე გამოვაცხადეთ, შესაბამისად, ველოდებით იანვრის ბოლოს რომ დასრულდება", – განაცხადა ტაბიძემ.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, ტენდერის ღირებულება 24 მლნ 337 510 ლარია.

"საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკის დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტისთვის (RDP III). აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთის და თუშეთის დაცული ტერიტორიებისთვის მდგრადი ვიზიტორთა ბილიკისა და მთის ქოხების მოწყობა და მშენებლობისათვის", – წერია ტენდერის პირობებში.

ტენდერში გამარკვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები