მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის მეტი ერთიანობაა საჭირო" - რესტორატორი

62daf5e23044b
ალა ისპირიანი
23.07.22 00:25
704
რესტორან „ბარბარესთან“ დამფუძნებელი ზვიად ქურასბედიანი კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის მეტი კომუნიკაციის საჭიროებაზე საუბრობს.

როგორც მან გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა კადრების დეფიციტის მიმართულებით გამოსავლის მოძებნა მათი ერთიანობით იქნებოდა შესაძლებელი.

„არ არსებობს ერთიანი მიდგომა პრობლემის მიმართ. არც სახელმწიფოდან და არც კერძო სექტორიდან ეს არ არსებობს. ყველა თავისას ყვირის. ერთიანობა არ არის. აქ რომ იყოს ერთიანობა, ბევრ გამოსავალს ვიპოვიდით. კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის უფრო მეტი ერთიანობა და კომუნიკაციაა საჭირო“, - აცხადებს იგი.

ცნობისთვის, რესტორნების მხრიდან კადრების დეფიციტზე საუბარი ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა. სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თანამშრომლების პოვნა უჭირთ. ამის მიზეზად, ისინი რამდენიმე გამოწვევას ასახელებენ, რომელთა შორისაა: პანდემიის პერიოდში პროფესიის შეცვლა; ადამიანების მიგრაცია; არასაკმარისი კვალიფიკაცია; მენტალიტეტი და დაბალი ხელფასები.

"ორი წლით ჰორეკა სექტორი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდეს" - "დეგუსტოს" ინიციატივა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები