მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კოკა-კოლა" და მთაწმინდის პარკი დამეგობრდნენ

64745c72a886e
მარიამ იზორია
29.05.23 12:21
703
კოკა-კოლა და მთაწმინდის პარკი დამეგობრდნენ. ამიერიდან პარკის ნებისმიერ ლოკაციაზე მისულ სტუმრებს კოკა-კოლას ყველა პროდუქტის დაგემოვნების შესაძლებლობა ექნებათ. დამეგობრების აღსანიშნად მთაწმინდის პარკში ღონისძიებაც გაიმართა, რომელმაც ყველა თაობის წარმომადგენელს უმასპინძლა და ადგილზე მათ არაერთი სანახაობაც შესთავაზა. ღონისძიება ქუჩის თეატრის შოუთი გაიხსნა, რასაც კონცერტიც მალევე მოყვა. კოკა-კოლას და მთაწმინდის პარკის დამეგობრება მოსულმა სტუმრებმა Coca-Colaს MIX-ს ბარში აღნიშნეს, სადაც კოკა-კოლას პროდუქციით სხვადასხვა კოქტეილი დამზადდა. პარკში Coca-Cola MIX-ის ჩემპიონატით გაიმართა. “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” მიერ დაგეგმილმა აქტივობებმა მთაწმინდის პარკში ხალხისთვის საუკეთესო განწყობა შექმნა.

“მოგეხსენებათ, რამდენიმე წლის განმავლობაში მთაწმინდის პარკში კოკა-კოლა არ იყო შემოსული, ამ ღონისძიებით კი კომპანიის მთაწმინდის პარკში დაბრუნებას აღვნიშნავთ. კოკა-კოლა კარგ განწყობასთან, ცხელ ამინდთან და მუსიკასთან ასოცირდება, ღონისძიებაზე სწორედ ეს განწყობა შევქმენით“, - აღნიშნავს ჯგუფი “ძაბვას” წევრი და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ წარმომადგენელი ლევან ბურჭულაძე.

მთაწმინდის პარკში შესვლის წამიდან კოკა-კოლას ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა უკვე შესაძლებელია და ცხელი ზაფხულის დღეების მოახლოებასთან ერთად ეს სიახლე განსაკუთრებით სასიხარულოა. ამიერიდან საყვარელი გამაგრილებელი სასმელი მთაწმინდის პარკში მისულ სტუმრებს პარკის ნებისმიერ ტერიტორიაზე, ჯიხურსა თუ დახლებზე დახვდებათ. სწორედ ამიტომ მთაწმინდის პარკში გატარებული ზაფხული კიდევ უფრო სასიამოვნო იქნება.

„რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ მთაწმინდის პარკი და კოკა-კოლა დამეგობრდნენ. ამ ამბის აღსანიშნად კოკა-კოლამ ჩვენს მომხმარებელს მრავალფეროვანი ღონისძიებები დაახვედრა, დასწრება თავისუფალი იყო. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება“ - ამბობს მთაწმინდის პარკის მარკეტინგის მენეჯერი ია თარხან-მოურავი.