მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კომპანიის ბრუნვა 1.5 მლნ ლარამდე გაიზრდება" - "GNP" ახალ საწარმოს ხსნის

629618799281d
მარიამ იზორია
01.06.22 09:00
1030
წეროვანში Georgian natural products-ის ახალი საწარმო დაახლოებით 10 დღეში ამოქმედდება. საწარმოს პროექტში კომპანია 1.5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

როგორც bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა ილია ზედელაშვილმა განუცხადა, საწარმოში წლიურად 70 ტონამდე ტყემალს ჩაიბარებენ და კომპანიის წლიური ბრუნვა მილიონ ნახევარ ლარამდე გაიზრდება.

მისივე თქმით, ახალი საწარმოს Georgian natural products-ი ასორტიმენტს 20 დასახელების პროდუქტიდან 50-მდე გაზრდის. აღსანიშნავია, რომ კომპანია დამატებით 20 ადამიანს დაასაქმებს.

„საწარმო ექსპულატაციაში დაახლოებით 10 დღეში შევა. პირველი ნედლეულის ტყემლის მიღება უნდა დავიწყოთ. 70 ტონა ტყემალს ჩავიბარებთ და კომპანიის ბრუნვა თანხობრივად 1.5 მლნ-მდე გაიზრდება. ახლა ამ თანხის ნახევარია. ახალი ქარხნის პირობებში ასორტიმენტსაც გავზრდით, ამ დროისთვის ჯამში 20 დასახელების პროდუქტი გვაქვს და, საბოლოოდ, 50 გვექნება. რაც შეეხება ინვესტიციას, 1.5 მლნ ლარი შეადგინა, სახელმწიფო პროგრამების დიდი მხარდაჭერა გვაქვს“ - აღნიშნავს GNP-ის დამფუძნებელი.

GNP-ის პროდუქტები ადგილობრივი ბაზრის გარდა, ევროკავშირის ქვეყნებშიც იყიდება. ილია ზედელაშვილი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში საექსპორტო ქვეყნებს აშშ დაემატება.

„ამერიკის ბაზარზე შესასვლელად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ამ ეტაპზე ჩვენს გაყიდვებში საექსპორტო წილი 15%-ია, ამერიკაში შესვლის შემდგომ 35%-მდე გაიზრდება. არსებული ბაზრებიდან დადებითი უკუკავშირი გვაქვს. ქართული გემო ევროპაში ძალიან მოსწონთ,“ - განმარტავს ზედელაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები