მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კონსტანცა-ფოთს შორის საბორნე მიმოსვლა გაზაფხულიდან დაიწყება"

63f8bd9807991
ელენე გოგბერაშვილი
25.02.23 10:09
3118
ფოთსა და კონსტანცას შორის საბორნე მიმოსვლა სავარაუდოდ გაზაფხულიდან დაიწყება. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, პროექტზე ქართული კომპანია Pontos Maritime-ი მუშაობს.

თამარ იოსელიანის ინფორმაციით, კონსტანცაშიც უკვე სრულდება საბორნე ნავმისადგომის მშენებლობა. პორტებს შორის მიმოსვლა მინიმუმ კვირაში ერთი სიხშირით განხორციელდება.

„ერთადერთი საზღვარი ევროპასთან გვაქვს ლურჯი საზღვარი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს საზღვაო მიმოსვლა საქართველოსა და ევროპას შორის. ჩვენ კვირაში ორჯერ გვაქვს ბულგარეთის მიმართულებით მიმოსვლა და ველოდებით 2023 წლის ზაფხულიდან უკვე კონსტანცის მიმართულებით გემის დამატებას. ეს იქნება ბორანი. ამ მიმართულებით მუშაობს ერთ-ერთი ქართული კომპანია, რომელიც არის პონტოს Pontos Maritime-ი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ატარებს ამ მიმართულებით კვლევებს და შედეგებზეც გადის.

კონსტანცაშიც სრულდება საბორნე ნავმისადგომის მშენებლობა, რომელიც დასრულდება გაზაფხულისთვის. შესაბამისად კომპანია გეგმავს, დაგეგმოს რეისები და როგორც მინიმუმ კვირაში ერთი რეისი შეასრულოს კონსტანცის მიმართულებით.

ასევე არის დაინტერესება სხვა კომპანიების მხრიდანაც, თუმცა კონკრეტიკა, როდის და რა სიხშირეებით დაინიშნება მიმოსვლა, არ გვაქვს. ზაფხულისთვის ჩვენ უკვე კონკრეტული ინფორმაციით ვიქნებით“,- აცხადებს თამარ იოსელიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები