მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენი მიზანია, გავაუმჯობესოთ სასწავლო პროგრამა, რათა ქართველ მეზღვაურებს გაუადვილდეთ საერთაშორისო კომპანიებში დასაქმება - იოსელიანი

თამარ იოსელიანი

"ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ სასწავლო პროგრამა, რათა ქართველ მეზღვაურებს გაუადვილდეთ საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების კომპანიებში დასაქმება,“ - ეს "ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა ბათუმის საზღვაო აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საზღვაო აკადემიაში მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს კადრების მომზადების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციების დანერგვას.

„მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მომზადება ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების და შრომის ბაზრის გაძლიერებისთვის ერთ-ერთი ძირითადი პირობაა,“ - თქვა იოსელიანმა.

სამინისტროს ინფორმაციით, ის ასევე ეწვია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და თქვა, რომ უწყების ერთ-ერთ ძირითად გამოწვევას საზღვაო სერვისების კიდევ უფრო გამარტივება და შემდგომი გაუმჯობესება წარმოადგენს, რაც თავის მხრივ კავშირშია პროფილური ბიზნესის ხელშეწყობასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები