მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პორტზე ტალღმჭრელის მშენებლობა მიმდინარეობს, რკინიგზაზე ტენდერი გამოცხადდა - თამარ იოსელიანი

თამარ იოსელიანი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და მიზანი 2029 წლისთვის მისი სრულ ოპერირებაში შესვლაა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, პორტის ტერიტორიაზე დაღრმავებითი სამუშაოები უკვე დასრულებულია და ამჟამად ტალღმჭრელის მშენებლობა მიმდინარეობს. მისივე თქმით, პარალელურად მნიშვნელოვანია საგზაო და სარკინიგზო კომპონენტებიც.

„რკინიგზის მშენებლობის ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, 2029 წლისთვის რკინიგზის ცენტრალურ ქსელს დაუერთდეს ანაკლიის ნავსადგური და მოვახდინოთ ერთიან ეროვნულ ქსელში მისი ჩართვა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და ტვირთბრუნვის მაჩვენებლებზე. მისი თქმით, 2026 წლის 10 თვის მონაცემებით, ტრანსპორტის ყველა სახეობასა და ტვირთების ყველა კატეგორიაში ზრდა ფიქსირდება.

მინისტრის მოადგილემ ასევე მოიშველია მსოფლიო ბანკის კვლევა, რომლის მიხედვით, 2040 წლისთვის შუა დერეფანში ტვირთბრუნვა გაოთხმაგდება. იოსელიანის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი სწორედ ამ დინამიკას ეხმიანება და შუა დერეფანს შავ ზღვასთან აკავშირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები