მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კორონავირუსი არ მრავლდება საკვებზე" - 6 ინფორმაცია covid-ზე FAO-ს ექსპერტებისგან

5ede36450b3cf
თელარა გელანტია
08.06.20 17:00
5139
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სურსათის უვნებლობის ექსპერტების სურსათის უვნებლობისა და COVID-19-ის შესახებ სასარგებლო ინფორმაციას ავრცელებენ, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

1) ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება COVID-19-ის საკვების გზით გავრცელების შესახებ. ვირუსი ძირითად ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. შესაძლოა, დაინფიცირებული ადამიანისგან გამოყოფილი ბიოლოგიური მასალა (მაგალითად დაცემინების დროს წარმოქმნილი წვეთები) ნივთებსა და ზედაპირებზე დარჩეს, თუმცა ჯერჯერობით არ არის ცნობილი, არის თუ არა საკმარისი ინფექციის ეს რაოდენობა სხვა ადამიანის დასნებოვნებისათვის.

2) კორონავირუსი არ მრავლდება საკვებზე. მიუხედავად იმისა, რომ ბაქტერიებს ხელსაყრელ პირობებში საკვებზე გამრავლება და ზრდა შეუძლიათ, ვირუსს, როგორც COVID-19-ია, სჭირდება ცოცხალი ორგანიზმი სიცოცხლისა და გამრავლებისთვის.

3) უმი ხილისა და ბოსტნეულის მირთმევა უსაფრთხოა. ამჟამად არ არსებობს COVID-19-ის საკვებით გავრცელების არანაირი მტკიცებულება, თუმცა სანამ ხილისა და ბოსტნეულის დაჭრას, გათლას ან მირთმევას დაიწყებთ, პროდუქტი კარგად გარეცხეთ სუფთა წყლით, საპნის ან სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების გარეშე.

4) შესაფერის ტემპერატურაზე საკვების მომზადება ავადმყოფობის პრევენციის კარგი ხერხია. საკვების მომზადება ან გაცხელება პათოგენების განადგურების ტემპერატურამდე (70°C ორი წუთის განმავლობაში) ამცირებს საკვებით გადამდები ნებისმიერი დაავადების რისკს, ვირუსების ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ არის შესწავლილი, თუ როგორ რეაგირებს COVID-19 საკვების გაცხელებაზე, დაზუსტებულია, რომ სხვა კორონავირუსები ამ ტემპერატურაზე ნადგურდებიან.

5) საკვების შეფუთვის შეხებისას ვირუსის გავრცელება ნაკლებად სავარაუდოა. ექსპერიმენტით დამტკიცებულია, რომ COVID-19 ცოცხლობს სხვადასხვა ზედაპირზე, მათ შორის, საკვები პროდუქტების შესაფუთად გამოყენებად პლასტმასაზე და მუყაოზე, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ ვირუსთან ამ გზით კონტაქტი საკმარისი იყოს ადამიანის ინფიცირებისთვის. მუხედავად ამისა, ყოველთვის დაიბანეთ ხელები საკვების ამოლაგების შემდგომ. გაასუფთავეთ და დეზინფექცია ჩაუტარეთ ზედაპირს რომელზეც პროდუქტები იდო. ნუ შეეხებით თვალებს, ცხვირს ან პირს, საკვებთან ან საკვების შეფუთვასთან შეხების შემდგომ.

6) COVID-19-ის თავიდან აცილების საუკეთესო მეთოდია - ჰიგიენის წესების დაცვა. დაემორჩილეთ უსაფრთხოების ადგილობრივ წესებს, საკვების შერჩევისა და რიგში დგომისას დაიცავით ფიზიკური დისტანცია. ხელები მუდმივად სუფთად გქონდეთ და არ წახვიდეთ საყიდლებზე თუკი ავადმყოფობის რაიმე სიმპტომები შენიშნეთ. საყიდლებზე წასვლის შემდეგ, სანამ საკვებს შეეხებით, სანამ რამეს მიირთმევთ ან მას შემდეგ, რაც საპირფარეშოს გამოიყენებთ ყოველთვის დაიბანეთ ხელები მინიმუმ 20 წამის განმავლობაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები