მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კოვიდმართვის რეჟიმი იმ ფორმატით, რაც ადრე იყო, დასრულებულია" - ხეჩინაშვილის კლინიკა

625707817f39c
თამთა ჯიჯავაძე
13.04.22 23:33
689
კოვიდმართვის რეჟიმი იმ ფორმატით რაც იყო, დასრულებულია, იმ მოცულობით კლინიკების რაოდენობა საჭირო აღარ არის, როგორც ადრე, - ამის შესახებ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა და ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაია მახარაშვილმა გადაცემა Forbes Health-ში ისაუბრა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდპაციენტებისთვის იმ რაოდენობის საწოლფონდი ახლა აღარ არის საჭირო, როგორც ამ დრომდე, ჯერ კიდევ ვერ ვიტყვით, რომ კოვიდმართვის რეჟიმი სრულად დასრულებულია. მაია მახარაშვილის განცხადებით, არსებობენ პაციენტები, რომლებსაც აქვთ ჩივილები და სჭირდებათ კლინიკაში განთავსება.

„ადრე იყო კლინიკები, რომლებიც სრულად გადასული იყო კოვიდინფიცირებული პაციენტების მოვლაზე. ასევე იყო ჰიბრიდული კლინიკები, რომლებიც ერთვებოდნენ კოვიდის მართვაში პიკის პერიოდებში. ჩვენ მობილიზებული 35 საწოლი გვქონდა. დღეს, რა თქმა უნდა, ორი ბოქსირებული პალატა გვაქვს და თუ დაგვჭირდა კიდევ ცხრა საწოლი. სივრცე ისე არის მოწყობილი, რომ დაგვჭირდეს აღნიშნულ სივრცეში პაციენტების განთავსება შეგვიძლია“, - განაცხადა მაია მახარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში კოვიდინფიცირებულთა დღიური შემთხვევების და კლინიკებში განთავსებული კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობამ მკვეთრად იკლო. 12 აპრილს ვირუსით ინფიცირების 266 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. 348 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 3 234 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 378 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 214, აჭარაში - 21, იმერეთში - 74. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 86 პირი, მათ შორის, თბილისში - 54, აჭარაში - 14, იმერეთში - 8. 2 856 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები