მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კრისტალმა" BlueOrchard-ისგან 3 მლნ დოლარის სუბორდინირებული სესხი მიიღო

617b96df308b3
BM.GE
29.10.21 10:37
645
BlueOrchard-ის ფონდმა, რომელიც განვითარებადი ბაზრების მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს პანდემიის შედეგებთან ბრძოლაში ეხმარება, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალს“ 3 მლნ დოლარის სუბორდინირებული სესხი გამოუყო. შესაბამის ხელშეკრულებას მხარეებს შორის ხელი უკვე მოეწერა.

დაფინანსება „კრისტალის“ კაპიტალის გაზრდასა და მომდევნო წლების განმავლობაში მისი მდგრადი განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

BlueOrchard-ის საინვესტიციო ფონდთან „კრისტალი“ 2014 წლიდან თანამშრომლობს და ამ პარტნიორობის ფარგლებში არაერთი სასესხო ტრანზაქცია აქვს განხორციელებული. ახალი სუბორდინირებული სესხი კი საქართველოს მასშტაბით COVID-19-ის პანდემიის შედეგებთან ბრძოლის პროცესში ინკლუზიური ფინანსური სერვისების მიწოდებასა და მეწარმეობის განვითარებას, ოპერაციებსა და საკრედიტო პორტფელზე პანდემიის ნეგატიური ზეგავლენების აღმოფხვრას მოხმარდება. აღსანიშნავია, რომ ეს ტრანზაქცია ხელს შეუწყობს „კრისტალის“ კაპიტალის გაზრდასაც, რასაც დაგეგმილი საბანკო ტრანსფორმაციის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

როგორც კრისტალის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ილია რევია აღნიშნავს: „BlueOrchard -თან ჩვენი პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვან დროს განახლდა. მიგვაჩნია, რომ მყარი ფინანსური მდგომარეობა ძლიერი საფინანსო ინსტიტუტის განვითარების წინაპირობაა. პარალელურად, აქტიურად ვაგრძელებთ მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობას.“

როგორც BlueOrchard -ის უფროსი კრედიტ ოფიცერი ნორმუნდს მიზისი აცხადებს: “მოხარულები ვართ, რომ ვაღრმავებთ პარტნიორობას „კრისტალთან“, რომელიც COVID-19-ის პანდემიით დაზარალებული კლიენტების სეგმენტს აქტიურად ემსახურება. ამასთან, მხარს ვუჭერთ „კრისტალის“ მენეჯმენტის შესანიშნავ გუნდს და კომპანიას, მის შემდგომ ზრდასა და საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის განვითარებაში“.
®