მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კუმისი": ფრინველის გამოსაკვები ნედლეული გაძვირდა... შემოტანაც გართულებულია

627cc566e4bd0
ლიკა გურაბანიძე
12.05.22 20:26
1029
“ბოლო ორი თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, შესაძლოა, სავაჭრო ქსელებმა კვერცხზე ფასი გაზარდეს, მაგრამ ჩვენ ის არ გაგვიძვირებია”, - ამის შესახებ BMG-ის “კუმისის” მეფრინველეობის ფაბრიკის დირექტორმა, გოგიტა მაისურაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ფასს კომპანია ამ ეტაპზე მოგების მარჟის შემცირებით ინარჩუნებს.

“მეფრინველეობაში ქათმის საკვები კომპონენტები მნიშვნელოვანია. ამ კუთხით უმეტესად უკრაინასა და რუსეთზე ვიყავით დამოკიდებული, ისინი სიმინდის და ხორბლის უმსხვილესი მომწოდებლები არიან. პანდემიის ნელ-ნელა დასრულებას იმედიანად ვუყურებდით და გვეგონა, რომ ამით ვითარება გამოსწორდებოდა, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, რამაც ჩვენი გეგმები ნეგატიურისკენ შეცვალა. ახლა უნდა გადავრჩეთ და შექმნილ მდგომარეობასთან ადაპტაცია მოვახდინოთ, რის ხარჯზე და რა საფასურად, ეს მეორე საკითხია. აქ რამდენიმე გამოწვევაა, კომპანიამ წარმოება უნდა შეინარჩუნოს და მინიმალურ მოგებაზე გავიდეს, რათა წარმოებამ თავისი თავი შეინახოს და მეორე მხრივ, პროდუქცია მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი და ხარისხიანი იყოს", - აღნიშნა მან.

“კუმისის” მეფრინველეობის ფაბრიკის დირექტორის განმარტებით, სანამ ომი არ დასრულდება, კომპანიის მენეჯმენტის სამომავლო მოლოდინები ნეგატიურია.

“მეეჭვება უკრაინიდან რაიმე სახის მარცვლეული მივიღოთ. რუსეთი კი მოგეხსენებათ იმპორტ-ექსპორტის თემებით მანიპულირებს. ხორბლის და სიმინდის ადგილობრივი წარმოება ბაზრის ნაწილსაც კი ვერ ფარავს. გარდა იმისა, რომ ფრინველის გამოსაკვებად საჭირო ნედლეულის შემოტანა გართულდა, ის საკმაოდ გაძვირებულიცაა. თუ 1 ტონა სოიოს შროტის ფასი ომის დაწყებამდე $8000 იყო, ომის დაწყებიდან ორ კვირაში ის $1000-მდე გაიზარდა", - აღნიშნა გოგიტა მაისურაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები