მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კვირის ბოლოს საწვავი კიდევ 10 თეთრით გაიაფდება" - ლევან დავითაშვილი

63f678f8588dc
ალა ისპირიანი
23.02.23 00:05
1140
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, კვირის ბოლოს საწვავი კიდევ 10 თეთრით გაიაფდება. ამის შესახებ მან "რუსთავი2-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, დაახლოებით ერთ თვეში ევრო რეგულარის ფასი 2 ლარის ფარგლებში იქნება.

"ჩვენი მოლოდინია, ევრო რეგულარის ფასი ორი ლარს ჩამოსცდეს, ეს აბსოლუტურად რეალისტურია. ყოველ კვირა იქნება ფასების გაიაფება. ჩვენი მოლოდინია, საწვავი ამ კვირის ბოლოს კიდევ 10 თეთრით გაიაფდება. მოსახლეობას შეიძლება გაუჩნდეს კითხვა რატომ არა მყისიერად? - იმიტომ, რომ სხვადასხვა დროს შემოტანილი მარაგები სხვადასხვა ფასისაა და ეს რა თქმა უნდა ეტაპობრივად აისახება. 1 თვის ფარგლებში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფასი იქნება 2 ლარის მიდამოებში.

თუ საერთაშორისო ბაზრებზე ფასების კლება გაგრძელდა და ჩვენს იმპორტიორებს საშუალება ექნებათ უფრო იაფი საწვავის შემოტანის, შეიძლება კიდევ უფრო გაგრძელდეს ფასების კლება," - განაცხადა დავითაშვილმა.

რომელმა კომპანიებმა, როდის და რამდენით გააიაფეს საწვავი?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები