მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლაბორატორია ჩემი სახლი": პანდემიის დაწყების შემდეგ იმპორტირებული ავეჯი 50%-ით გაძვირდა

62455ee2ba193
თათია ჩაფიჩაძე
02.04.22 21:00
1381
„ლაბორატორია ჩემი სახლის“ გენერალური დირექტორის გურამ მგელაძის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ იმპორტირებული ავეჯის თვითღირებულება კიდევ 10%-ით გაიზარდა. როგორც ავეჯის მაღაზიაში აცხადებენ, დღემდე ნარჩუნდება ლოგისტიკური პრობლემები როგორც ფასთან, ისე მიწოდების ვადებთან მიმართებით.

Bmg-თან საუბრისას მგელაძე ამბობს, რომ ჯამურად პანდემიის დაწყებიდან დღემდე იმპორტირებული ავეჯის ფასი 50%-ით გაიზარდა.

„ლოგისტიკური ხარვეზები ბაზარზე არ გამოსწორებულა, ფასების შემცირება არ შეინიშნება, პირიქით, ომის დაწყებისას კიდევ გაიზარდა. გახსოვთ, რომ ერთი ზრდა იყო პანდემიის პერიოდში, ახლა იყო მოლოდინი რომ დაიწყებდა კლებას, თუმცა ომმა ეს პროცესი გაურკვეველი ვადით გაახანგრძლივა.

პანდემიის პროცესში დაახლოებით 30-40%-მდე მოიმატა ფასებმა და ახლა კიდევ 10%-ით გაიზარდა იქიდან გამომდინარე, რომ ევროპელებსაც შეექმნათ მოწოდების პრობლემები, ლოგისტიკური ხაზები დაირღვა, გაუძვირდათ პროდუქცია, იქაც ინფლაციაა, ეს ყველაფერი ევროპული პროდუქციის საყიდელ ფასებზე აისახა. ამას ემატება ლარის კურსის არასტაბილურობაც. ამის მიუხედავად ჯერ ვცდილობთ რომ შევინარჩუნოთ ფასები პატარა ამონაგებით მუშაობის ხარჯზე.

გაყიდვები არის, თუმცა ხალხის ნაკადი შემცირებულია. ომის დაწყებიდან ორი კვირა სრულად გაჩერებული იყო ყველაფერი, დღეისათვის მეტნაკლებად აღდგა", - განაცხადა მგელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები