მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლაგუნა ვერესთან" "ქართუ ჯგუფის" პროექტი მერიამ დაახარვეზა

640ece14af395
ანუკა ჯოხაძე
13.03.23 11:44
8483
თბილისის ცენტრში, გმირთა მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი უძრავი ქონების პროექტის განხორციელება იგეგმება. ტრანსპორტისა და ურბანულ სააგენტოს, “ქართუ ჯგუფში” შემავალმა კომპანია “კოსტავას 69”-მა პროექტი გასული წლის 31 დეკემბერს წარუდგინა, რომლითაც აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობას გულისხმობდა. ამონაწერის მიხედვით, "კოსტავას 69" საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" შვილობილია.

პროექტს საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე "კოსტავას 69"-ს ორი ცათამბჯენის აშენება სურდა, რომლიდან ერთის სიმაღლე მაქსიმუმ 65 სართულით იყო განსაზღვრული.

მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში ატვირთული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ გეგმარებითი დავალება ტრანსპორტისა და ურბანული სააგენტოს მხრიდან განუხილველია. საქმის წარმოება კი დახურული.

BM.GE უფრო მეტი დეტალის გასარკვევად თბილისის მერიას დაუკავშირდა. მერიაში აცხადებენ, რომ ძველ პროექტს მსვლელობა აღარ მიეცემა და კომპანია ახალ განაცხადს წარადგენს.

“ლაგუნა ვერეს მიმდებარე არეალის მოწესრიგების და განვითარებით მიზნით, განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადებაზე სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ხშირად ხდება მერიის მხრიდან ხარვეზის დადგენა, შემსრულებლის მიერ მისი გამოსწორება და ხელახლა წარმოდგენა.

მოცემულ შემთხვევაშიც კომპანია პროექტის და დოკუმენტაციის სრულყოფის მიზნით ახალ განაცხადს წარმოადგენს და ძველს მსვლელობა აღარ მიეცემა", - ამბობენ თბილისის მერიაში.

65 სართული და 155,000 მ² - ივანიშვილის ახალი პროექტი თბილისის ცენტრში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები