"ლიბერთი ბანკი" აგრძელებს ახალი პროდუქტების დანერგვას და არსებულის კიდევ უფრო გაუმჯობესებას. დღეიდან, განვადების პროდუქტით სარგებლობა უკვე 70 წლამდე მომხმარებლისთვის არის შესაძლებელი - მათ შორის უფროს თაობის მომხმარებლისთვისაც.
2021 წლის 7 დეკემბრიდან პარტნიორ კომპანიებთან ერთად, განსაკუთრებული შეთავაზებები და აქციებიც ამოქმედდება.
"ლიბერთის" არსებულ და ახალ მომხმარებელს შეუძლია, მარტივად დაიმტკიცოს განვადების ლიმიტი 200-დან 10 000 ლარამდე, გააკეთოს სასურველი შენაძენი "ლიბერთის" 500-მდე მეგობარ ობიექტში. განვადების დამტკიცება, გაცემა და წინსწრებით დაფარვა არის უფასო.
"ლიბერთის" განვადებაზე მომხმარებლისთვის განსაკუთრებული საახალწლო აქციებიც იმოქმედებს:
7 დეკემბრიდან 9 დეკემბრამდე - "ელიტ ელექტრონიქსში" "ლიბერთის" განვადებაზე 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებს 70 წლამდე მომხმარებელი.
(R)




























