მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ლიბერთის" შეთავაზებების ახალი სერია გრძელდება: ახალი საგაზაფხულო აქცია ბიზნეს, აგრო და სამომხმარებლო სესხებზე

6230505fddf2f
BM.GE
15.03.22 13:13
646

"ლიბერთი" ახალი სტრატეგიის ფარგლებში აგრძელებს მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტებისა და შეთავაზებების შექმნას. ამჯერად, ბანკი მომხმარებელს როგორც პირადი, ასევე ბიზნეს მიზნებისთვის საგაზაფხულო აქციას სთავაზობს.

სამომხმარებლო სესხებზე საგაზაფხულო კამპანიის ფარგლებში, ახალი სესხის აღების ან სესხის სხვა ბანკიდან გადმოტანის ან გაერთიანების შემთხვევაში, ლიბერთის მომხმარებელი 6 თვემდე საშეღავათო პერიოდით ისარგებლებს. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია 31 მარტამდე ჩაერთონ "ქეშბექ" აქციაში და დაიბრუნონ 100-დან 300 ლარამდე ქეშბექი.

ლიბერთის სამომხმარებლო სესხი გამოირჩევა სიმარტივით - 50 000 ლარამდე თანხის მიღება უზრუნველყოფის გარეშეა შესაძლებელი, დადასტურებულ შემოსავლად განიხილება ფულადი გზავნილებიც. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 9.9%-დან განისაზღვრება (ეფექტური - 20.14%-დან). იხილეთ პირობები დეტალურად:- საგაზაფხულო აქცია სამომხმარებლო სესხებზე

საგაზაფხულო აქცია ასევე დაიწყო ლიბერთის ბიზნეს და აგრო მომხმარებლისთვისაც - აქციის ფარგლებში, სესხის თანხაზე 2%-მდე ქეშბექით სარგებლობა შეუძლია როგორც არსებულ, ასევე ახალ მომხმარებელსაც ახალ ან სხვა ბანკიდან გადმოტანილ სესხებზე ბიზნეს და აგრო მიზნობრიობით. 

ლიბერთის ბიზნეს და აგრო სესხების პირობები ითვალისწინებს თითოეული ბიზნესის საჭიროებებს და სეზონურ ციკლს - შესაბამისად, გადახდის გრაფიკი ყოველთვის მორგებულია კონკრეტულ ბიზნესზე და მომხმარებელს აძლევს მაქსიმალურად ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის საშუალებას. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს და აგრო სესხების აღება შესაძლებელია როგორც ბიზნესის გაზრდისა და მეურნეობის განვითარებისთვის, ასევე პირადი მიზნებისთვისაც -  50 000 ლარამდე უზრუნველყოფის გარეშე. იხილეთ პირობები დეტალურად:- საგაზაფხულო აქცია მიკრო სესხებზესაგაზაფხულო აქცია აგრო სესხებზე

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მომხმარებლისთვის საუკეთესო პირობების შეთავაზებას როგორც სამომხმარებლო, ასევე ბიზნეს პროდუქტებზე. დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია სისტემური ბანკების მიერ მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული საბანკო პროდუქტების და დროული შეთავაზებების შექმნა. მსოფლიოში განვითარებული გარემოებებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ აუცილებელია ჩვენს მომხმარებელს მივცეთ საშუალება მშვიდად დაგეგმოს და განკარგოს საკუთარი ბიზნესი და ფინანსები, ჩვენი შეთავაზებებით კი მიიღოს მაქსიმალური, გრძელვადიანი სარგებელი როგორიცაა 6 თვიანი საშეღავათო პერიოდი თუ ქეშბექი“ - აცხადებს ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.
(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები