მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

"ლისი დეველოპმენტი" FIABCI World Prix d'Excellence Awards 2023 წლის გენერალური გეგმის კატეგორიაში ვერცხლის პრიზიორია

"ლისი დეველოპმენტი" FIABCI World Prix d'Excellence Awards 2023 წლის გენერალური გეგმის კატეგორიაში ვერცხლის პრიზიორია - ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

"ლისი დეველოპმენტმა" 2012 წლიდან 2020 წლამდე, რვა International Property Awards-ში გაიმარჯვა. კომპანიის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კომპანია დავსახელდა როგორც: Best Developer, Mixed Use Development and Residential Development of Georgia.

2016 წელს EUROPEAN CEO-ზე კი გახდნენ საუკეთესო „მწვანე დეველოპერი”.

2014 წლიდან 2017 წლამდე, უწყვეტად ენიჭებოდათ საქართველოს Golden Brand-ის ჯილდო. ასევე 2014 წელს, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ ქართული მწვანე ბიზნესის სპეციალური ჯილდო გადასცა.

2017 წელს კიევში, ლისი, EEA Real Estate Forum & Project Awardsზე, წლის დეველოპერად დასახელდა, ხოლო პროექტი „მწვანე ქალაქი ლისზე“ ცალკე დაჯილდოვდა კატეგორიებში: Residential Complex of the Year და Residential Community of the Year.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები