მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლუტეცია ჯგუფის" დამფუძნებელი, ბიზნესმენი ვახტანგ ფხაკაძე კოვიდ-19-ით გარდაიცვალა

5fcd1ec4b4915
BM.GE
06.12.20 22:03
9694
ლუტეცია ჯგუფის დამფუძნებელი, ბიზნესმენი ვახტანგ ფხაკაძე 63 წლის ასაკში, covid 19-ით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას, ვახტანგ ფხაკაძის ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ერთ-ერთი წარმატებული ქართველი ბიზნესმენის, საქართველოში „ლუტეცია ჯგუფის“ დამფუძნებელისა და პრეზიდენტის, ღირსეული პიროვნების, ერთგული მეგობრისა და ყველა გაჭირვებული ადამიანის გვერდით მდგომის, სიკეთით სავსე ადამიანის, ვახტანგ ფხაკაძის გარდაცვალების გამო. ვახტანგი იყო მეუფე იაკობის კურსელი და დიდი ხნის მეგობარი. ვუთანაგრძნობთ ვახტანგის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს. ღმერთმა გაანათლოს მისი სული და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი," -  ნათქვამია ბოდბელი მთავარეპისკოპოსის მეუფე იაკობის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ვახტანგ ფხაკაძემ კომპანია "ლუტეცია" 1999 წელს დააფუძნა. პარფიუმერული და თავის მოვლის ბრენდებს შორის ჯგუფი  აერთიანებს lutecia-ს სუნამოების მაღაზიათა ქსელს, Mac-ს, calzedonia-ს, intimissimi-ს და yves rocher-ის და სხვა ცნობილ ბრენდებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები