მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლუტეციას" დამფუძნებლის სახელზე სუნამო შეიქმნა

644672d7cd80a
ნანუკა ნარიმანიძე
25.04.23 09:59
3955
„სუნამო „ვახო65“ მალე პარფიუმერიის მაღაზია „ლუტეციაში“ გაიყიდება, გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი კი „ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდში“ გადაირიცხება, - ამის შესახებ ვახტანგ ფხაკაძის შვილმა, ნათია ფხაკაძემ გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრა.

„სუნამოს შექმნის იდეა 2021 წლის ოქტომბერში, საფრანგეთში, კანში გამართულ გამოფენაზე დამებადა, მინდოდა მამას იუბილესთვის სუნამოს შექმნა, ეს იდეა ტიციანა ტერეზამ მოიწონა, წელიწად-ნახევარი გვქონდა მოლაპარაკებები და საბოლოოდ შევქმენით სუნამო. სამწუხაროდ, 23 აპრილისთვის, ვახტანგ ფხაკაძის 65 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საქველმოქმედო საღამოსთვის ვერ მოხერხდა ამ პროდუქტის ჩამოტანა, მაგრამ მას ძალიან მალე „ლუტეციაში“ შეიძენს მომხმარებელი“, - განმარტა მან.

ამჟამად, ჯამში სუნამოს 715 ცალი ბოთლი არის წარმოებული და მომხმარებელს ორი ვარიანტის შეძენა შეუძლია.

„სუნამო უნისექსია, პირველი ვარიანტის სახელია „ვახო“ და 650 ბოთლია წარმოებული, ხოლო მეორე ვარიანტი - „ვახო65“ ლიმიტირებული გამოცემაა და მხოლოდ 65 ცალი იქნება წარმოდგენილი“, - აღნიშნა ნათია ფხაკაძემ.

გარდა ამისა, მისი თქმით, გაფართოვდა საქველმოქმედო ფონდი და შეიქმნა საიტი, სადაც უფრო მეტ ადამიანს შეეძლება მონაწილეობის მიღება და საქველმოქმედო ღონისძიებებში ჩართვა.

„სამომავლო გეგმებშია საქველმოქმედო ფონდის გაფართოება, ასევე ახლო გეგმებშია ბრენდი „ლეას“ გაფართოება, რომელიც ვახტანგ ფხაკაძემ ჩემი შვილის სახელით შექმნა“ - დასძინა მან.

"ლუტეცია ჯგუფის" დამფუძნებელი, ბიზნესმენი ვახტანგ ფხაკაძე 63 წლის ასაკში, covid 19-ით, 2020 წელს გარდაიცვალა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები