მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაღალი სიკვდილიანობის ასაცილებლად, პირველი ამოცანა უნდა იყოს ყველაზე დაუცველი ადამიანების იზოლირება"

5f8ea92b73c2f
BM.GE
20.10.20 13:06
850
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მაღალი სიკვდიალიანობის ასაცილებლად საჭიროა, რომ ის ადამიანები, რომლებიც შედიან რისკ-ჯგუფებში და არ აქვთ თვითიზოლირების საშუალება, სახელმწიფომ გადაიყვანოს საკარანტინე სივრცეებში.

ჭიაბერაშვილის თქმით, თუ საკარანტინე სივრცეებზე საბიუჯეტო რესურსი იხარჯება, სჯობს ის სწორედ რისკ-ჯგუფებში შემავალი ყველაზე დაუცველი ადამიანების საკარანტინე სივცეებში გადაყვანას მოხმარდეს.

„მაღალი სიკვდილიანობა რომ ავიცილოთ თავიდან, ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს რისკ-ჯგუფში შემავალი ყველაზე დაუცველი ადამიანების იზოლირება.

ყველა ოჯახი უნდა ვეცადოთ, ეს მაქსიმალურად ინდივიდუალურად გავაკეთოთ, მაგრამ რისკ-ჯგუფში შემავალი ყველაზე დაუცველი ადამიანების მნიშვნელოვან ნაწილს არ აქვს თვითიზოლირების საშუალება. ამის ფართი და მატერიალური შესაძლებლობა ოჯახების მხოლოდ მცირე რაოდენობას აქვს. არადა მთელი საზოგადოების ჩაკეტვის ეკონომიკური რესურსი არ გვაქვს.

ამიტომ თუ საკარანტინე სივრცეებზე საბიუჯეტო რესურსს ვხარჯავთ, სჯობს ის სწორედ ამ საქმეს მოვახმაროთ, ოღონდ ვირუსის გავრცელებისგან დაცვის უმაღლესი სტანდარტით.

საკარანტინე სივრცეები, დიდი რაოდენობით, უნდა გამოვიყენოთ არაინფიცირებული ადამიანებისთვის, რომლებიც რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან, რომლებსაც თვითიზოლირების საშუალება არ აქვთ და რომელბიც ნებაყოფლობით განაცხადებენ ასეთ დაცულ სივრცეებში გადასვლის სურვილს!“ - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები