მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"„მაკდონალდსს" გაყიდვები 60%-ით გაეზარდა“ - თენგიზ კაპანაძე

64403af6e4d3b
ალა ისპირიანი
19.04.23 23:15
1383
"მაკდონალდს საქართველოს" დირექტორის თქმით, რესტორანს მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაყიდვები 60%-ით გაეზარდა.

თენგიზ კაპანაძემ BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ თქვა, რომ აღნიშნული ზრდა COVID-რეგულაციების გაუქმებამ და ტურისტების ნაკადის ზრდამ გამოიწვია.

„2022 წელს გაყიდვებში 60%-იანი ზრდა გვაქვს და 2023 წელიც მაგრად მიდის. შარშან აპრილი ძალიან მაგარი იყო, რადგან პოსტ-კოვიდური პერიოდი იყო და ინტერესიც დიდი იყო. იგივე თვეში მიმდინარე წელსაც კარგი შედეგები გვაქვს. ზაფხული წინ გვაქვს და ვემზადებით“, - განაცხადა თენგიზ კაპანაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია რესტორნებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვაც, რაც მომხმარებლებს დამატებით ინტერესს გაუჩენს:“მაკდონალდსი უკვე სხვა პროფილისკენ - ახალი ტექნოლოგიური სერვისებისკენ მიდის, ვიდრე კარტოფილის და სენდვიჩის დონეზე".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები