მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მუშაობს „მაკდონალდსის“ თანამშრომელი „ქეთო“? - დირექტორის შეფასება

6440403182c9e
ალა ისპირიანი
20.04.23 00:00
1564
„მაკდონალდსში“ მისულ სტუმრებს უკვე თითქმის ორი თვეა, ახალი თანამშრომელი, „ქეთო“ მასპინძლობს. "მაკდონალდს საქართველოს" დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ თქვა, რომ „ქეთოს“ უპირველესი ფუნქცია, თანამშრომლებისთვის საქმე შეემსუბუქებინა შესრულებულია.

დირექტორი „ქეთოს“ მუშაობით კმაყოფილია და ამბობს, რომ ის „ძალიან მაგარი აღმოჩნდა“.

„ძალიან საინტერესო ფენომენია - კარგია ბავშვებისთვის, ტექნოლოგიურადაც საინტერესოა და მაკდონალდსის თანამშრომლებსაც გარკვეულწილად ხელი შეუწყო. ევროპაში ეს მხოლოდ ჩვენ გვაქვს დანერგილი და თუ არ ვცდები კიდევ სლოვენიას აქვს.

"მაკდონალდსის" წარმომადგენლები სპეციალურად ივლისში ჩამოდიან, რომ ეს ყველაფერი ჩვენს დივიზიონში გადაიტანონ, როგორც სტანდარტი - ქეთო ძალიან მაგარი აღმოჩნდა“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება ობიექტებს, სადაც შესაძლოა "ქეთო" კიდევ გამოჩნდეს, იგი ამბობს, რომ სადაც ვიწრო გარემოა, მაგალითად მოლებში, ის მომხმარებლებს არ მომემსახურება, თუმცა სხვაგან უნდა ველოდოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები