მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მამაჩემს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ციხეში გარდაიცვალოს” - ედუარდ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას მიმართავს

63977723cee70
BM.GE
12.12.22 22:31
1879
"მამაჩემს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ციხეში გარდაიცვალოს” - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობაში, ევროპარლამენტარებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ სწორი ნაბიჯი უნდა გადადგას და მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მისცეს.

"არასდროს არ მიყვარდა გამოსვლა საჯაროდ, მაგრამ სიტუაცია განსხვავებულია იმისგან, თუ რა ხდებოდა მანამდე. მამაჩემს ვხედავ, რომ სულ უფრო და უფრო სუსტად არის, ადამიანი, რომელიც იყო ენერგიული, ამბიციური, ქარიზმატული, მოუსვენარი აი, ასეთ მდგომარეობაშია. ჩვენ შეშფოთებულები ვართ სამედიცინო ანგარიშებით და ვხედავთ საკმაოდ მძიმე სურათს და სიტუაცია კიდევ უფრო უარესდება.

მისი პატიმრობის დაწყებიდან არაჯეროვნად მკურნალობენ, 6 თვეა საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა გაუარესდა. არ ვფიქრობთ, რომ სიტუაცია უიმედოა, როდესაც ბრიუსელში და სტრასბურგში ჩავდივარ ვხედავ მზარდ მხარდაჭერას პოლიტიკური სპექტრის მხრიდან, რომ ხდება აღიარება იმის, რომ სიტუაცია ისეთი როგორიც დღეს არის მამაჩემთან დაკავშირებით, უნდა შეიცვალოს.

ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება მამაჩემს, მიხეილ სააკაშვილს, რომ გარდაიცვალოს ციხეში, ან გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს მის ჯანმრთელობას. ჩვენ უნდა გავუძლოთ ამ რთულ პერიოდს. ძალიან მარტივია გამოსავალი, საქართველოს მთავრობამ სწორი ნაბიჯი გადადგას და მისცეს საშუალება საზღვარგარეთ იმკურნალოს. რაღაც უნდა შეიცვალოს და მამაჩემის სიცოცხლე უნდა გადარჩეს. მისი ჯანმრთელობა უნდა შენარჩუნდეს. ეს არის კომბინაცია ცოდნისა და იმედის, რომლითაც ვამბობ, რომ ჩემი მამა, მიხეილ სააკაშვილი არ გარდაიცვლება ციხეში“, - განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა, რომლის განცხადების თარგმანიც „ფორმულას“ ეკუთვნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები