"საქართველოს პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს მიშა სააკაშვილი," - ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თედ ჯონასმა ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემაში – „ანალიტიკა“ – განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ე.წ. აგენტების კანონპროექტებთან მიმართებით და პროტესტის მხარდაჭერით, ასევე, ვეტოს ძალაუფლების გააქტიურებით, უკვე შეასრულა დადებითი როლი, თუმცა, მეტის გაკეთება შეუძლია – მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაც.
„მიზეზი ის არ არის, რომ მიშა სააკაშვილის ფანი ვარ – ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ მისი მთავრობის კრიტიკოსი ვიყავი ყოველთვის – განმარტავს თედ ჯონასი „ანალიტიკა“-სთან – დღესაც მგონია, რომ მიშა სააკაშვილს დღევანდელ პოლიტიკაში როლი აღარ აქვს როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჩამოშლის გამო, რაც მან გამოიარა. დღეს ის ჰუმანიტარული ქეისია“.
თედ ჯონასის თქმით, „ის, თუ როგორ მკურნალობენ სააკაშვილს, ამ ქვეყნის ისტორიისთვის შავი ლაქაა“