მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ევროკავშირთან დაახლოება საქართველოსთვის უდიდესი აქტივი იქნება“ – EBRD-ის მთავარი ეკონომისტი

6429943108d41
ელენე კვანჭილაშვილი
02.04.23 22:01
547
„ევროკავშირთან დაახლოება საქართველოსთვის უდიდესი აქტივი იქნება“, – ამის შესახებ EBRD-ის მთავარმა ეკონომისტმა დიმიტარ ბოგოვმა ელენე კვანჭილაშვილის გადაცემა "ანალიტიკა"–ში განაცხადა.

გადაცემის ავტორისა და წამყვანის კითხვას, ევროკავშირის 12 წინაპირობიდან, რომელს ექნება ყველაზე მეტი გავლენა საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, დიმიტარ ბოგოვმა უპასუხა, რომ ყველა ამ პუნქტის ზედმიწევნით შესრულებაა მნიშვნელოვანი, რადგან ყველა ამ პუნქტის დაკმაყოფილებაა საჭირო იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს და ამით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

„ვიცით იმ ქვეყნების მაგალითები, რომლებიც ევროკავშირს ადრეულ ეტაპზე შეუერთდნენ და ისიც ვიცით, თუ როგორ გაზარდეს მათ თავიანთი ქვეყნების ეკონომიკა. ევროკავშირის წევრობა ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რომ დაეწიოს მსოფლიოს ამ ნაწილს შემოსავლებით და საქართველოს ეკონომიკა მაქსიმალურად დაუახლოვოს ევროკავშირის ეკონომიკას“, – აღნიშნა EBRD-ის მთავარმა ეკონომისტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები