მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკა გვარამია ციხეში გამძლეობის მაგალითია – თედ ჯონასი

6416f1b0de8eb
BM.GE
19.03.23 15:45
784
"ნიკა გვარამიას დაპატიმრება არასერიოზული იყო" - ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თედ ჯონასმა ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემაში – „ანალიტიკა“ – განაცხადა და საქართველოს პრეზიდენტს მთავარი არხის დამფუძნებლის შეწყალებისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ე.წ. აგენტების კანონპროექტებთან მიმართებით და პროტესტის მხარდაჭერით, ასევე, ვეტოს ძალაუფლების გააქტიურებით, უკვე შეასრულა დადებითი როლი, თუმცა, მეტის გაკეთება შეუძლია – მათ შორის, ნიკა გვარამიას შეწყალებაც.

„მე სულ იმას ვამბობ, რომ ყველა იმ საკითხს შორის, რის გამოც შესაძლოა ნიკა გვარამიასთვის ბრალი წაეყენებინათ, განსაკუთრებით, ნაციონალური მოძრაობის პერიოდიდან – ამბობს თედ ჯონასი „ანალიტიკა“–სთან ინტერვიუში – ირონიულია, რომ დაიჭირეს სრულიად სულელური, დასაცინი მიზეზის გამო. ნიკა გვარამიას შეწყალება აუცილებელია, რადგან ის საერთოდ არ უნდა იჯდეს დღეს ციხეში. თუმცა, რასაც ვუყურებ, მას თავი კარგად უჭირავს და მას პატივს ვცემ. ვფიქრობ, ის ციხეში გამძლეობის მაგალითია“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები