მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მარგინალური ჯგუფების განწყობა მოსახლეობის საერთო განწყობას არ ნიშნავს" - ნარმანია დიდ ჰესებზე

6358cc3a16717
თათია კაკიაშვილი
26.10.22 10:37
589
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ მოსახლეობას სჭირდება ხელმისაწვდომი და იაფი ენერგია და ამ თვალსაზრისით, მხოლოდ და მხოლოდ  გენერაციის ახალი ობიექტები აშენდება.

ასე უპასუხა ნარმანიამ ჟურნალისტის კითხვას, თუ რა გეგმა აქვს ქვეყანას ენერგეტიკული თვალსაზრისით იმ ფონზე, რომ მოსახლეობას დიდი ჰესების მიმართ რადიკალური განწყობები აქვს.

“ერთი-ორი მარგინალური განწყობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის საზოგადოების და მოსახლეობის საერთო განწყობა. მოსახლეობას სჭირდება რაც შეიძლება ხელმისაწვდომი და იაფი ენერგია და ამ თვალსაზრისით, აშენდება მხოლოდ და მხოლოდ გენერაციის ახალი ობიექტები. რაც უფრო დეფიციტური გვექნება ენერგოსისტემა და იმპორტზე ვიქნებით დამოკიდებული, გვექნება უფრო ძვირი ენერგია. ჩემი თხოვნა იქნება, რომ მარგინალური ჯგუფების და მოსახლეობის ინტერესებს ერთმანეთში ნუ ავურევთ.

რაც შეეხება გეგმას, ერთი მხრივ, ჩვენი ენერგეტიკის სექტორი დღევანდელ მოდელზე გადაყვანას ითვალისწინებს, მეორე მხრივ, არის მთავრობის ახალი პროექტი, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა განახლებადი ენერგიების ხელშეწყობასთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში, იქნება ერთიანი პაკეტი“, - განაცხადა ნარმანიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები