მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მეამა" ქუთაისშია - კომპანია ახალ ლოკაციას ბრენდული სივრცითა და Takeaway ობიექტებით აითვისებს

60a4e621a9a7f
BM.GE
19.05.21 14:15
1682
დედაქალაქის შემდეგ „მეამა“ სრული კონცეფციით ქუთაისსა და ბათუმში გამოჩნდება.

ქუთაისში “მეამას” ბრენდული სივრცე და ე.წ. Takeaway კონცეფციის - “მეამა ქოლექთის” 2 ობიექტი უკვე გაიხსნა.

სივრცეში მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ, დააგემოვნონ და შეიძინონ “მეამას” მრავალფეროვანი პროდუქცია. “მეამა ქოლექთში” კი ყავის მოყვარულები უნიკალური რეცეპტებით შექმნილი კოქტეილების დაგემოვნებას შეძლებენ.



კომპანიის ოპერაციების დირექტორის, ირაკლი გაგუას განცხადებით, კომპანიამ ქუთაისსა და ბათუმში შესვლა მზარდი მოთხოვნის შემდეგ გადაწყვიტა.

“საკმაოდ ბევრი მომხმარებელი გვყავს ქუთაისსა და ბათუმში, თუმცა ისინი „მეამას“-ს პროდუქციის შეძენას მხოლოდ ონლაინმაღაზიიდან ახერხებდნენ, შესაბამისად, აქტიურად გვთხოვდნენ, მათ ქალაქებშიც გაგვეხსნა „მეამას“ ობიექტები, რათა მარტივად შეეძინათ სასურველი პროდუქცია. „მეამა“ არის ბრენდი, რომელიც მუდმივად ითვალისწინებს მომხმარებლების სურვილებსა და საჭიროებებს, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენი ობიექტები ამ ორ ქალაქშიც გაგვეხსნა”.



მიმდინარე კვირაში “მეამა ქოლექთის” ორი ობიექტი უკვე გაიხსნა ბათუმშიც, ხოლო “მეამას” სივრცე და კიდევ ახალი Takeaway ობიექტები საზღვაო ქალაქში ივნისის ბოლომდე დაემატება.

ორივე ქალაქში, ახალი ბრენდული სივრცეებისა და “მეამა ქოლექთების” ობიექტებში, ჯამში 55 ადგილობრივი დასაქმდება.
საქართველოს მასშტაბით, “მეამას” უკვე 5 ბრენდული სივრცე და “მეამა ქოლექთის” 11 ობიექტი აქვს.






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები