მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მეიჯერელმა" ბათუმში მეოთხე ოფისი გახსნა

5f36b07642ce9
BM.GE
14.08.20 20:30
1218
ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის (BPO Sector) სფეროში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი „მეიჯერელი“ თბილისსა და ქუთაისში ოპერირებით არ შემოიფარგლა და 2020 წლის ივლისში, კომპანიამ მეოთხე ოფისი ბათუმში გახსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ავრცელებს.

„უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გარდა, არსებული ინვესტორებისთვის ხელშეწყობა და მათი საქმიანობის გაფართოება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთ უმთავრეს საქმიანობას წარმოადგენს. ამის თვალსაჩინო მაგალითი სწორედ კომპანია „მეიჯერელია”, რომლის საქმიანობაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის ზრდისთვის. კომპანიამ რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა საქართველოში ქართული ბიზნესის განვითარებისთვის. წელს კი, საქართველოს მასშტაბით, უკვე მეოთხე ოფისი გახსნა ბათუმში, სადაც წლის ბოლომდე 50-მდე ადამიანი დასაქმდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში მზარდია მოთხოვნა გერმანულენოვანი ბაზრისთვის საქართველოდან სერვისების დისტანციურად მიწოდებაზე“, - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი, მიხეილ ხიდურელი.

„მეიჯერელი“ წარმოადგენს საერთაშორისო კომპანიას, რომელიც ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროში საქმიანობს. კომპანიის 50 000-ზე მეტი თანამშრომელი 29 ქვეყანაში, 36 ენაზე ემსახურება 500-მდე საერთაშორისო ბრენდის მომხმარებელს. მეიჯერელი საქართველოში 2016 წელს შემოვიდა Arvato Bertelsmann-ის სახელით, 2019 წლის თებერვალში კი, რებრენდინგის შედეგად, წარმოიქმნა სრულიად ახალი ბრენდი Majorel-ი, რომელსაც თბილისის ორ ოფისში და ქუთაისში 1500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. საქართველოში შემოსვლის დღიდან მეიჯერელი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების დეპარტამენტთან მჭიდროდ თანამშრომლობს და ერთობლივად მრავალი პროექტის განხორციელება გახდა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები